NATO-ს ადამიანური რესურსების მართვის პრაქტიკის გაზიარება


გააზიარე:


დღეს ცოდნის გაცვლის კამპანიის ფარგლებში მორიგი სემინარი გაიმართა. ცოდნის გაცვლის კამპანია საჯარო სამსახურის ბიუროს ინიციატივითა და NATO-საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამის (PDP) მხარდაჭერით ხორციელდება, რომელიც მიზნად ისახავს საჯარო სამსახურის დაწესებულებებში ადამიანური რესურსების მართვის სისტემების განვითარებას.

სემინარს წარუძღვა NATO-ს შტაბის ადამიანური რესურსების მართვისა და ორგანიზაციული განვითარების სამმართველოს უფროსი – ბატონი ერიკ ველჩი.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა. მათ საშუალება ქონდათ გაცნობოდნენ NATO-ს ადამიანური რესურსების მართვის პრაქტიკას, აგრეთვე NATO-ს მიერ ბოლო წლებში განხორციელებულ რეფორმებს, მათ შედეგებსა და ახალ გამოწვევებს. ამასთან, სემინარზე ადამიანური რესურსების მმართველებს შორის ადგილობრივი გამოცდილების გაზიარებაც მოხდა.

ცოდნის გაცვლის კამპანიის შემუშავება, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ჩატარებულმა კვლევამ განაპირობა. კვლევის შედეგებმა გვიჩვენა, რომ საჯარო დაწესებულებებს შორის ადამიანური რესურსების მართვის საკითხები ასიმეტრიულად არის განვითარებული სხვადასხვა უწყებებში. შესაბამისად, მოცემული ინიციატივა საჯარო დაწესებულებებში არსებული ადამიანური რესურსების მართვის წარმატებული სისტემების გავრცელებას ემსახურება.