IDFI – ის კვლევის მიხედვით, საჯარო სამსახურის ბიურო ყველაზე ღია საჯარო დაწესებულებად დასახელდა


გააზიარე:


ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 2018 წლის ანგარიში წარადგინა. ღონისძიებაზე 43 ყველაზე ღია საჯარო დაწესებულება დაჯილდოვდა. საჯარო სამსახურის ბიურომ, 3 შეფასებით კრიტერიუმში მიღებული უმაღლესი ქულებითა და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 100%-იანი მაჩვენებელით პირველი ადგილი დაიკავა.

ჯოლდოს სახით, ბიუროს სიგელი გადაეცა.

სიგელები ასევე გადაეცათ სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს, გარემოს ეროვნულ სააგენტოს, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემასა და სურსათის ეროვნულ სააგენტოს.