ID ბარათების ინტეგრაცია საჯარო სამსახურში დასაქმების ვებ-გვერდზე - www.hr.gov.ge


გააზიარე:


საჯარო სამსახურის ბიურომ დასაქმების ვებ-გვერდ www.hr.gov.ge- ზე ID ბარათებით რეგისტრაცია დანერგა. ეს სიახლე სამსახურის მაძიებლებს გაუადვილებს საიტზე საკუთარი მონაცემების განთავსებას და ხელს შეუწყობს დასაქმების პროცესის გამარტივებას.

დასაქმების ვებ-გვერდი - www.hr.gov.ge სამი თვეა ფუნქციონირებს და მისი მეშვეობით საჯარო სამსახურებში უკვე დასაქმდა 50-მდე ადამიანი. საიტზე საქართველოს მასშტაბით არსებული ყველა სახელმწიფო უწყებაა დარეგისტრირებული. ისინი საკუთარ დაწესებულებაში არსებულ ვაკანსიებს ყოველდღიურ რეჟიმში აქვეყნებენ.

საჯარო სამსახურში დასაქმების პორტალი - www.hr.gov.ge დასაქმების მსურველებს საშუალებას აძლევს შექმნან საკუთარი CV და სახლიდან გაუსვლელად სასურველ ვაკანსიაზე გააკეთონ ონლაინ განაცხადი.

დამსაქმებელი სახელმწიფო უწყებები კი, საჯაროდ აქვეყნებენ ვაკანსიებს და საშუალება აქვთ მოიძიონ და დაასაქმონ კანდიდატები მათთვის სასურველი პარამეტრების მითითების შემდეგ.

დასაქმების პორტალი - www.hr.gov.ge მთავრობის მასშტაბური ელექტრონული პროექტების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. საჯარო სამსახურის ბიურო კი, კვლავაც განაგრძობს არსებული ელექტრონული რესურსების დახვეწას და მომავალშიც გეგმავს მსგავსი ინოვაციური პროექტების დანერგვას.