HR ფორუმი


გააზიარე:


სსიპ - საჯარო სამსხურის ბიუროს ინიციატივითა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, მიმდინარე წლის 13-14 თებერვალს გაიმართა გასვლითი HR ფორუმი, სადაც მონაწილეობას იღებდნენ ცენტრალური ხელისუფლების ორგანოების ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის მენეჯერები.

ფორუმის განმავლობაში, 13 თებერვალს ფორუმის მონაწილე საჯარო დაწესებულებების წარმომადგენლებმა გააკეთეს პრეზენტაციები განხორციელებული შეფასების პროცესის შესახებ: გამოკვეთილი პრობლემების, გამოწვევებისა და სამომავლო ხედვების შესახებ. 14 თებერვალს განხილულ იქნა პროფესიულ საჯარო მოხელეთა პროფესიული განვითარების საკითხები, პროფესიული სწავლების პროგრამები და ტრენინგ საჭიროებები. ფორუმის ბოლოს კი დაიგეგმა HR ფორუმის 2019 წლის გეგმა და დაიგეგმა განსახორციელებელი ნაბიჯები.

საჯარო სამსახურის ბიურო მადლობას უხდის გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP) მხარდაჭერისათვის.