დეკლარირების უზრუნველყოფის დეპარტამენტი


გააზიარე:



დეკლარირების უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი - დემნა ლობჟანიძე


CV ვრცლად









დეპარტამენტის ფუნქციები:

თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის ტექნიკურად სწორად შევსების მიზნით, შესაბამისი ინსტრუქციის შედგენა და თანამდებობის პირის მიერ დეკლარაციის სწორად შევსების უზრუნველყოფა; თანამდებობის პირის მიერ დეკლარაციის ფორმის დაუბრკოლებლად მიღება; თანამდებობის პირის მიერ შევსებული ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მიღება, აღრიცხვა და შენახვა; თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის საჯაროობის უზრუნველყოფა; თანამდებობის პირის მიერ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარირების ერთიანი ელექტრონული სისტემის დაუბრკოლებელი ხელმისაწვდომობა; თანამდებობის პირის მიერ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის კანონით გათვალისწინებულ ვადებში წარდგენაზე კონტროლის განხორციელება; თანამდებობის პირის მიერ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსებასთან დაკავშირებულ სამართალდარღვევებზე კანონით გათვალისწინებული ზომების მიღება; იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის შედგენა რომელთათვისაც დეკლარაციის შევსება სავალდებულოა; თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონაცემთა ანალიზი; დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად და თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონაცემების დაზუსტების მიზნით, სახელმწიფო ორგანოებიდან და თანამდებობის პირებისაგან შესაბამისი ინფორმაციის გამოთხოვა; კომპეტენციის ფარგლებში, კონფერენციების, სემინარების, პრესკონფერენციების, ბრიფინგებისა და სამეცნიერო შეკრებების ორგანიზება აქტუალური საკითხების განხილვის მიზნით; კომპეტენციის ფარგლებში, თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ელექტრონული მმართველობა) დანერგვის ორგანიზება; საჯარო სამსახურში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო პროგრამების ფორმირებისა და განხორციელებისათვის კონკრეტული ამოცანების შესრულება; კომპეტენციის ფარგლებში, ნორმატიული აქტების შესრულების შესახებ ინფორმაციის დამუშავება და საქართველოს მთავრობისათვის შესაბამისი დასკვნების წარდგენის უზრუნველყოფა; კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.





კონტაქტი

  • საქართველო,თბილისი, 0114, ინგოროყვას ქ. 7
  • (+995 32) 2192828
  • info@declaration.gov.ge