• ადამიანური რესურსების მართვის სახელმძღვანელო

    სახელმძღვანელო წარმოადგენს ერთგვარ სამაგიდო წიგნს
    საქართველოს საჯარო სამსახურებში დასაქმებული
    ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერებისთვის.

    ვრცლად
  • შენი კარიერა საჯარო სამსახურში

    დაიწყე კარიერა საჯარო სამსახურში - გააკეთე
    განაცხადი ონლაინ ნებისმიერ არსებულ
    ვაკანსიაზე და დასაქმდი. www.hr.gov.ge

    ვრცლად
  • საჯარო სამსახურის რეფორმა

    რეფორმის მიზანია მოქნილი საკანონმდებლო ბაზის
    შემუშავება, ეფექტური მენეჯმენტის სისტემების
    ხელშეწყობა და ელექტრონული მმართველობის
    პროექტების დანერგვა.

    ვრცლად

გინდა დასაქმდე საჯარო სამსახურში? ჩვენი ვებ–გვერდის მეშვეობით საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა, ონლაინ გააკეთოს განაცხადი და დასაქმდეს.

ვრცლად →

გაეცანი თანამდებობის პირების ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციებს ელექტრონულად. ჩვენ ვუზრუნველყოფთ მათ საჯაროობას და ხელმისაწვდომობას.

ვრცლად →

რეფორმის მიზანია მოქნილი საკანონმდებლო ბაზის შემუშავება, ეფექტური მენეჯმენტის სისტემების ხელშეწყობა და ელექტრონული მმართველობის პროექტების დანერგვა.

ვრცლად →


ტრენინგის - „მენეჯმენტი და ლიდერობა საჯარო სამსახურში“ შემაჯამებელი ღონისძიება
ნოემბერი 16, 2018

2018 წლის 14 ნოემბერს ტრენერთა ტრენინგის - „მენეჯმენტი და ლიდერობა საჯარო სამსახურში“ შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. ტრენინგების კურსი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამის „ევროპულ სტანდარტებთან სამხრეთ კავკასიის სამართლებრივი დაახლოება“ მხარდაჭერით განხორციელდა.
ვრცლად →
საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის ბრძანებით დამტკიცდა თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის ტექნიკურად სწორად შევსების ინსტრუქცია
ნოემბერი 15, 2018

2018 წლის 15 ნოემბრის ბრძანებით სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსმა დაამტკიცა თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის ტექნიკურად სწორად შევსების ინსტრუქცია, რომელიც წარმოადგენს სახელმძღვანელოს იმ პირთათვის, რომელთაც „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლისა და „თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის წესისა და იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 12 თებერვლის №139 დადგენილების შესაბამისად, ეკისრებათ დეკლარაციის შევსების ვალდებულება.
ვრცლად →
ტრენინგი გენდერული თანასწორობის თემაზე
ნოემბერი 5, 2018

„გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის მხარდაჭერის“ პროექტის ფარგლებში, მიმდინარე წლის 1 ნოემბერს ევროკავშირის მხარდაჭერით შვედურმა ორგანიზაციამ NIRAS, კომპანია CPM-თან, ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაცია - ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრთან (IRC) და საჯარო სამსახურის ბიუროსთან თანამშრომლობით დაიწყო ტრენინგების ციკლი გენდერული თანასწორობის თემაზე.
ვრცლად →
დაიწყო სამუშაო შეხვედრები და ტრენინგები „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის სიახლეებსა და კორუფციის პრევენციის მექანიზმებთან დაკავშირებით
ნოემბერი 2, 2018

საჯარო სამსახურის რეფორმის ფარგლებში განხორციელებულ სიახლეებთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლების მიზნით, სსიპ - საჯარო სამსახურის ბიურო, გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) თანამშრომლობით, ახორციელებს პროექტს - “საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონსა და ანტიკორუფციულ მექანიზმებზე ცნობიერების ამაღლების გზით, საჯარო სამსახურის რეფორმის დანერგვის მხარდაჭერა“.
ვრცლად →