გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს სახელით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება - GIZ 1992 წლიდან თანამშრომლობს საქართველოს როგორც საჯარო, ასევე კერძო უწყებებთან, 1992 წლიდან. ორგანიზაციის საქმიანობის არეალი მრავალ სხვადასხვა სფეროს მოიცავს. 2013 წლიდან GIZ თანამშრომლობს საჯარო სამსახურის ბიუროსთან. თანამშრომლობის ფარგლებში უკვე გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე -
საჯარო სამსახურის ბიუროსა და GIZ თანამშრომლობის ფარგლებში იგეგმება სხვა მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაც.
ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში (EU)
2012 წლიდან, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში (EU) ახორციელებს პროექტს „ელექტრონული მმართველობის ხელშეწყობა“. პროექტის მთავარ მიზანს წარმოადგენს ელექტრონული მმართველობის დანერგვის გზით მთავრობისა და საჯარო უწყებების ეფექტური ფუნქციონირების გაზრდა ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე. 2013 წელს, პროექტის ფარგლებში
საჯარო სამსახურის ბიურომ ელექტრონული მმართველობის საკითხებზე 150 საჯარო მოხელე გადაამზადა. საჯარო სამსახურის ბიუროსა და EU თანამშრომლობის ფარგლებში ელექტრონული მმართველობის ხელშეწყობის მიზნით სხვა პროექტების განხორციელებაც იგეგმება.
გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში (UNDP)
გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) საქართველოში არსებობს 1993 წლიდან და საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით, სხვადასხვა სფეროში, მუშაობს ძირითადი დემოკრატიული ინსტიტუტების რეფორმასა და მდგრადი ეკონომიკური განვითარებისათვის ახალი პოლიტიკის შემუშავებაზე. 2014-15 წლებში, გაეროს განვითარების პროგრამისა და საჯარო სამსახურის ბიუროს თანამშრომლობის ფარგლებში, დაიწყო პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს მამხილებელთა დაცვის ინსტიტუტის გაძლიერებას საქართველოში.