მისია და მიზნები


გააზიარე:


ჩვენი მისიაა საქართველოს საჯარო სამსახურის ერთიანი პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა და პროფესიული, კარიერულ პრინციპზე დაფუძნებული საჯარო სამსახურის განვითარება, კანონმდებლობის დახვეწის, ეფექტიანი და გამჭვირვალე მმართველობისა და ეთიკური სტანდარტების დანერგვის, აგრეთვე, ანტიკორუფციული პოლიტიკის მხარდაჭერის გზით.

ჩვენი უმთავრესი ფასეულობებია საქართველოს სახელმწიფოსა და ხალხის ერთგულება, მიუკერძოებლობა, პროფესიონალიზმი და კომპეტენტურობა, მუდმივი ორიენტაცია განვითარებაზე.

ჩვენი ვებ–გვერდის მეშვეობით საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა, ონლაინ გააკეთოს განაცხადი საჯარო სამსახურში არსებულ ნებისმიერ ვაკანსიაზე და დასაქმდეს.

ვრცლად →

ჩვენ ვუზრუნველყოფთ თანამდებობის პირების ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების ელექტრონულად წარდგენას, მათ საჯაროობას და ხელმისაწვდომობას.

ვრცლად →

რეფორმის მიზანია მოქნილი საკანონმდებლო ბაზის შემუშავება, ეფექტური მენეჯმენტის სისტემების ხელშეწყობა და ელექტრონული მმართველობის პროექტების დანერგვა.

ვრცლად →