საჯარო განხილვა საჯარო დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვის ერთეულის წარმომადგენელთათვის


გააზიარე:


საჯარო სამსახურის ბიუროს ინიციატივითა და NATO - საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამის (PDP) მხარდაჭერით, 25 ივლისს, ქალაქ თბილისში, გაიმართა "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის გარდამავალი დებულებით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტების მორიგი საჯარო განხილვა.

შეხვედრას ესწრებოდნენ სამინისტროების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკის, პარლამენტის, საერთო სასამართლოების და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ადამიანური რესურსების მართვის ერთეულის წარმომადგენლები.