შესრულებული სამუშაოს შეფასების ტრენინგი


გააზიარე:


საჯარო სამსახურის ბიუროს ინიციატივითა და GIZ-ის პროგრამის "ადგილობრივი თვითმმართველობა სამხრეთ კავკასიაში" ორგანიზებით 2017 წლის აგვისტოში ჩატარდა შესრულებული სამუშაოს შეფასების პილოტური ტრენინგი შიდა ქართლის, სამცხე ჯავახეთისა და კახეთის ადგილობრივი თვითმმართველობებისა და სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებისათვის, რომლის ფარგლებშიც გადამზადდა 100 საჯარო მოხელე.

საჯარო სამსახურის რეფორმის ფარგლებში, საჯარო სამსახურის კანონის შესაბამისად ყველა საჯარო დაწესებულება ვალდებულია 2018 წლიდან განახორციელოს პროფესიული საჯარო მოხელეების შეფასება.

საჯარო სამსახურის ბიურომ GIZ-ის პროგრამის მხარდაჭერით აღნიშნული პილოტური ტრენინგების ფარგლებში შეიმუშავა ტრენინგის სტანდარტი "მოხელეთა შეფასების სისტემის დანერგვა მუნიციპალიტეტებსა და სამხარეო ადმინისტრაციებში". ტრენინგის მიზანია, ადამიანური რესურსების მართვის სფეროს წარმომადგენლებმა მიიღონ საფუძვლიანი ცოდნა შესრულებული სამუშაოს შეფასების შესახებ, რაც მათ დაეხმარებათ თავიანთ ორგანიზაციებში დანერგონ და მართონ მოხელის მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასების სისტემა.

შესრულებული სამუშაოს შეფასების ტრენინგი ჩატარდა საჯარო სამსახურის ბიუროს ექსპერტების მიერ.