კონფერენცია თემაზე „თანამდებობის პირთა დეკლარაციების სისტემის იმპლემენტაციისა და ეფექტიანობის შეფასება“


გააზიარე:


2017 წლის 6 და 7 ივნისს სასტუმროში „ჰოლიდეი ინ თბილისი“ სსიპ-საჯარო სამსახურის ბიურომ უმასპინძლა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ყოველწლიურ კონფერენციას თემაზე „თანამდებობის პირთა დეკლარაციების სისტემის იმპლემენტაციისა და ეფექტიანობის შეფასება“. ღონისძიება გაიმართ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), რეგიონული ანტიკორუფციული ინიციატივის (RAI), ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციისა (OECD) და ასტანის რეგიონალური ჰაბის მხარდაჭერით.

კონფერენცია გახსნა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძემ და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა მაია ცქიტიშვილმა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ OECD-ის წევრი ქვეყნების მაღალი თანამდებობის პირები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის 100-ზე მეტი წარმომადგენელი.