ქონებრივი დეკლარაციები


გააზიარე:


ჩვენ ასევე უზრუნველვყოფთ თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციების ონლაინ ჩაბარებას და მათ საჯაროობას. 2010 წლის 1 თებერვალს საჯარო სამსახურის ბიურომ საფუძველი ჩაუყარა ელექტრონულ სისტემას, რომელმაც სრულიად ჩაანაცვლა ქაღალდზე შევსებული დეკლარაციები.


ონლაინ სისტემაზე გადასვლამ საგრძნობლად გააუმჯობესა და გაამარტივა დეკლარაციების შევსება და ჩაბარება თანამდებობის პირთათვის. თანამდებობის პირები ავტორიზაციას გადიან ვებ–გვერდზე www.declaration.gov.ge ჩვენს მიერ მიწოდებული პაროლით, მომხმარებლის სახელით. დეკლარაცია ჩაბარებიდან 48 საათში ხელმისაწვდომი ხდება ონლაინ ნებისმიერი მსურველისათვის. ჩვენი ვებ–გვერდის მომხმარებლები არიან როგორც ჩვეულებრივი მოქალაქეები, ასევე - მედია–საშუალებები.




ქვემოთ თქვენ შეგიძლიათ იხილოთ ონლაინ დეკლარაციების შესახებ საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების შეფასებები:

სტამბულის ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმა – „ანგარიში მონიტორინგის მეორე რაუნდის შესახებ“ ეუთოს მიერ 2010 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, საქართველომ მნიშვნელოვანი ღონისძიებები განახორციელა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი 2009 წლის ბოლოსთვის, თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე www.declaration.gov.ge გამოქვეყნება იყო. (OECD - ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ანტიკორუფციული ქსელი აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიისთვის. სტამბულის ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმა. ანგარიში მონიტორინგის მეორე რაუნდის შესახებ ).
საქართველო პირველი ქვეყანაა ACN სტამბულის სამოქმედო გეგმის ქვეყნებს შორის, რომელმაც დანერგა ასეთი სისტემა. ეს საუკეთესო მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება მარტივმა გადაწყვეტილებებმა უდიდესი სტიმული მოგვცეს წარმატებული ერთიანი საჯარო მმართველობის მშენებლობისა და კორუფციის თავიდან აცილებისთვის. (OECD - ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ანტიკორუფციული ქსელი აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიისთვის. სტამბულის ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმა. ანგარიში მონიტორინგის მეორე რაუნდის შესახებ - დანიელ თელესკლაფი, ფინანსური დაზვერვის სამმართველოს უფროსი - ლიხტენშტეინი. მონიტორინგის მეორე ტურის გუნდის ლიდერი).

ელექტრონული მმართველობა და გამჭვირვალობა – „საერთაშორისო ტენდენციები და საქართველო“ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, მიმართული სახალხო ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალეობის ხარისხის გაუმჯობესებისკენ, განხორციელდა საჯარო მმართველობის სექტორში. საჯარო სამსახურის ბიურომ ელექტრონულად ხელმისაწვდომი გახადა ქონებრივი დეკლარაციები. (ანგარიშიდან – „საქართველოში ელექტრონული გამჭვირვალობა“ წარმოდგენილი IDFI – ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მიერ). უკვე დიდი ხანია, რაც საქართველოში თანამდებობის პირთა აქტივებისა და შემოსავლების შესახებ ინფორმაცია საზოგადოების ინტერესის სფეროს წარმოადგენს. მათი საჯარო გამოქვეყნება კი კორუფციასთან ბრძოლის საუკეთესო საშუალებაა. ამგვარი ინფორმაციის ხელმისაწვდომობა უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია „საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოსთვის“, ჟურნალისტებისა და სხვა ორგანიზაციებისთვის, რათა ხელი შეუწყონ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა ანგარიშვალდებულებას ხალხის წინაშე. საჯარო სამსახურის ბიუროს ონლაინ სერვისის წარმატება საწინდარი გახდა დადებითი ტენდენციისა, რაც გამოიხატება სახელმწიფო უწყებების მხრიდან საჯარო ინფორმაციის ონლაინ უზრუნველყოფაში. (საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველო 2012).

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) – პროექტი „საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა“ საჯარო სამსახურის ბიურო 2011 წელს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საუკეთესოდ უზრუნველყოფისთვის დაჯილდოვდა. პროექტის ინიციატორი ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) იყო. ყველაზე ანგარიშვალდებული და გამჭვირვალე უწყების სტატუსი ბიურომ ელექტრონული საჯარო სერვისების წარმატებით განხორციელებისთვის მოიპოვა. აღნიშნული ნომინაცია შედეგი იყო ერთის მხრივ გამჭვირვალე, საზოგადოების ინტერესს მორგებული სერვისის ადმინისტრირებისთვის, მეორეს მხრივ კი, საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან უწყვეტი რეკომენდაციებისა და აქტიური კომუნიკაციის წარმატებულად წარმოებისთვის.