გ. რობაქიძის უნივერსიტეტთან ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის საჯარო სამსახურის ბიუროს სერტიფიკატი გადაეცა


გააზიარე:


დასაქმების ფორუმი - 2019 გაიმართა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში, სადაც სასწავლებლის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს საშუალება ჰქონდათ, ადგილზე წარმოდგენილი კომპანიებისთვის შეეთავაზებინათ საკუთარი კანდიდატურა სტაჟირებისა და დასაქმების პროგრამაში მონაწილეობისთვის.

გრუნის დასაქმების ფორუმის გახსნის საზიემო ცერემონიაზე ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის უნივერსიტეტის პარტნიორ კომპანიებსა და უწყებებს სერტიფიკატები გადაეცათ. სტუდენტების დასაქმების საქმეში შეტანილი წვლილისთვის განსაკუთრებული მადლობა გამოეცხადა საჯარო სამსახურის ბიუროს.

სიტყვით გამოსვლისას უნივერსიტეტის პრორექტორმა გულნაზ ქარდავამ ყურადღება გაამახვილა სწავლის პროცესში პრაქტიკული კოპონენტების დანერგვასა და თეორიული და პრაქტიკული ცოდნის სინთეზურ ათვისებაზე. მისი განმარტებით, აუცილებელია, რომ სამუშაო ბაზარმა მიიღოს უკვე კვალიფიციური უნარ-ჩვევებით აღჭურვილი კადრი და ნელ-ნელა გაქრეს პრაქტიკა, როცა კვალიფიკაციის ამაღლება იწყება მხოლოდ სამსახურის დაწყების შემდეგ.

ღონისძიების ფარგლებში ყოველთვიური სტიპენდიებით დაჯილდოვდნენ ასევე დასაქმების პროგრამაში წარჩინებული სტუდენტები და კურსდამთავრებულები.

ფორუმი ყოველწლიურ ხასიათს ატარებს, რომელიც სასწავლო წლის დასრულების პერიოდში იმართება და მასში მონაწილეობას ქვეყნის მასშტაბით მოქმედი კერძო და სახელმწიფო კომპანიები და ასევე საჯარო უწყებები იღებენ.

უნივერსიტეტთან ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის

საჯარო სამსახურის სერტიფიკაცი გადაეცა

დასაქმების ფორუმი - 2019 გაიმართა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში, სადაც სასწავლებლის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს საშუალება ჰქონდათ, ადგილზე წარმოდგენილ კომპანიებისთვის შეეთავაზებინათ საკუთარი კანდიდატურა სტაჟირებისა და დასაქმების პროგრამაში მონაწილეობისთვის.

ფორუმის გახსნის საზიემო ცერერემონიაზე ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის უნივერსიტეტის პარტნიორ კომპანიებსა და უწყებებს მადლობის სიგელები გადაეცათ. სტუდენტების დასაქმების საქმეში შეტანილი წვლილისთვის განსაკუთრებული მადლობა გამოეცხადა საჯარო სამსახურის ბიუროს.

სიტყვით გამოსვლისას უნივერსიტეტის პრორექტორმა გულნაზ ქარდავამ ყურადღება გაამახვილა სწავლის პროცესში პრაქტიკული კოპონენტების დანერგვასა და თეორიული და პრაქტიკული ცოდნის სინთეზურ ათვისებაზე. მისი განმარტებით, აუცილებელია, რომ სამუშაო ბაზარმა მიიღოს უკვე კვალიფიციური უნარ-ჩვევებით აღჭურვილი კადრი და ნელ-ნელა გაქრეს პრაქტიკა, როცა კვალიფიკაციის ამაღლება იწყება სამსახურის დაწყების შემდეგ.

ფორუმი ყოველწლიურ ხასიათს ატარებს, რომელიც სასწავლო წლის დასრულების პერიოდში იმართება და მასში მონაწილეობას ქვეყნის მასშტაბით მოქმედი კერძო თუ სახელმწიფო კომპანიები და საჯარო უწყებები იღებენ.