სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროს წარმომადგენლების ვიზიტი მოლდოვაში


გააზიარე:


მიმდინარე წლის 21 ოქტომბერს აღმოსავლეთ პარტნიორობის დემოკრატიის, კარგი მმართველობისა და სტაბილურობის პლატფორმის ფარფლებში გაიმართა საჯარო ადმინისტრირების რეფორმის პანელი ქალაქ კიშინოვში, მოლდოვის სახელმწიფო კანცელარიაში. სემინარის თემა იყო "საჯარო მოხელეები: როლი და პასუხისმგებლობა".

აღნიშნულ სემინარს დაესწრნენ სსიპ-საჯარო სამსახურის ბიუროს წარმომადგენლები, უფროსი ეკატერინე ქარდავა და მოადგილე მაია დვალიშვილი, რომელმაც წარადგინა "საჯარო სამსახურის შესახებ" 27 ოქტომბრის კანონით გათვალისწინებული სიახლეები და ისაუბრა პროფესიული საჯარო მოხელის ინსტიტუტის ჩამოყალიბების მნიშვნელობაზე.