სემინარი მამხილებელთა დაცვის შესახებ


გააზიარე:


საჯარო სამსახურის ბიუროსა და SIGMA-ს ერთობლივი ინიციატივით, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტი“ ორდღიან სემინარს მასპინძლობდა, თემაზე – ,,მამხილებელთა და მოწმეთა დაცვის მექანიზმების გაძლიერება კორუფციულ შემთხვევებში’’.

სემინარი საქართველოში მამხილებელთა დაცვის ინსტიტუტის გაძლიერების მიზნით მოეწყო და “მამხილებელთა დაცვის შესახებ” კანონპროექტის სრულყოფას ემსახურებოდა. კანონპროექტის იდეას იმ პირთა დაცვა წარმოადგენს, ვინც კორუფციულ გარიგებებში მონაწილე საჯარო მოხელეებს ამხელს. „მოწმე და მამხილებელი შეიძლება საჯარო უწყებაში მოსამსახურე ნებისმიერი პირი იყოს და მას აუცილებლად უნდა გააჩნდეს ამომწურავი ინფორმაცია მის ორგანიზაციაში არსებული უკანონო ქმედების შესახებ“.– საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი, ირაკლი კოტეტიშვილი.

კონფერენციაზე საერთაშორისო ექსპერტების მხრიდან მათი ამ მიმართულებით არსებული გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება მოხდა. მხარეებმა კორუფციასთან ბრძოლის სხვა ეფექტურ მეთოდებზეც იმსჯელეს და საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები დადებითად შეაფასეს.

საჯარო სამსახურის ბიურო, როგორც კორუფციასთან ბრძოლის მექანიზმების აქტიური ინიციატორი, განაგრძობს ამ მიმართულებით პროექტების შემუშავებას და მომავალში მათი საჯარო სამსახურის სისტემაში ამოქმედებას.