საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი


გააზიარე:



საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის
უფროსი - ირმა მიქაძე


CV ვრცლად









დეპარტამენტის ფუნქციები:


საჯარო მოსამსახურეთა კანონით განსაზღვრული უფლებებისა და გარანტიების დაცვის მონიტორინგი; საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსების შესახებ მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნა და ადმინისტრირება; საჯარო ორგანიზაციებში კონკურსების ორგანიზება-ჩატარებისთვის შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება; კომპეტენციის ფარგლებში საჯარო სამსახურის სფეროში სტატისტიკური მონაცემების შეგროვება, ანალიზი და საჯარო სამსახურის ერთიანი საინფორმაციო სისტემის შექმნა; საჯარო მოსამსახურეების უფლებებისა და გარანტიების დაცვის, დისციპლინური პასუხისმგებლობის თაობაზე ინფორმაციის ანალიზი და შესაბამისი დასკვნის მომზადება; კომპეტენციის ფარგლებში კონფერენციების, სემინარების, პრესკონფერენციების, ბრიფინგებისა და სამეცნიერო შეკრებების ორგანიზება საჯარო სამსახურის სფეროში აქტუალური საკითხების განხილვის მიზნით; კომპეტენციის ფარგლებში საჯარო სამსახურის სფეროში თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ელექტრონული მმართველობა) დანერგვის ორგანიზება; კომპეტენციის ფარგლებში საჯარო სამსახურის სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტების შესრულების შესახებ ინფორმაციის დამუშავება და საქართველოს მთავრობისათვის შესაბამისი დასკვნების წარდგენის უზრუნველყოფა; საჯარო სამსახურში მოხელეთა პროფესიული განვითარების პროგრამების დანერგვა და განვითარება; საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსების მართვის პრაქტიკის მონიტორინგი და ანგარიშების მომზადება; საჯარო სექტორში სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის განხორციელება; საჯარო მოხელეების პროფესიული განვითარების ერთიანი პოლიტიკის შემუშავება და კონკრეტული პროგრამებისა თუ ინიციატივების გზით მისი განხორციელება; საჯარო სექტორში პროფესიული განვითარების საჭიროებების დადგენა და შესაბამისი ტრენინგ პროგრამების დაგეგმვა/განხორციელება; საჯარო მოსამსახურეთა სამსახურში მიღების, ატესტაციის, დაწინაურების, სამსახურიდან გათავისუფლების არსებული პრაქტიკის შესწავლა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება; საჯარო მოსამსახურეების ეთიკისა და დისციპლინური ნორმების პროექტების შემუშავება; საჯარო მოხელეთა საქმიანობის შეფასების კრიტერიუმებისა და მეთოდების შემუშავება; საჯარო სამსახურის სისტემაში საკადრო პოლიტიკის ერთიანი პრინციპების გატარება და მონიტორინგი; საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული მომზადებისა და კვალიფიკაციის არსებული დონის შესწავლა და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება მათი პროფესიონალიზმისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით; საჯარო სამსახურის სფეროში სამოქმედო სტანდარტების, ინსტრუქციების, სხვა მეთოდური და ნორმატიული დოკუმენტებისა და საკანონმდებლო წინადადებების პროექტების მომზადება ადამიანური რესურსების მართვის კუთხით; მოქალაქეთათვის ბიუროს ცხელი ხაზისა და ონლაინ დახმარების მეშვეობით კონსულტაციების გაწევა; კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.



კონტაქტი

  • საქართველო,თბილისი, 0114, ინგოროყვას ქ. 7
  • (+995 32) 2192928
  • info@hr.gov.ge