ნატო–საქართველოს კომიისის ფორმატში მიმდინარე პროფესიული პროგრამის განვითარების ფარგლებში, რეფორმის ხელშეწყობის მიზნით, ნორვეგიის სამეფოს თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, დაგეგმილია არსებული საკანონმდებლო ბაზისა და საჯარო სამსახურთან დაკავშირებული ფუნდამენტალური საკითხების ანალიზი სექტორის შემდგომში განვითარების მიზნით.
საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსმა მხარეებს გააცნო საქართველოში საჯარო სამსახურის სფეროში არსებული საკანონმდებლო სისტემა და ისაუბრა ამ მიმართულებით განსახორციელებელ აუცილებელ რეფორმაზე.
მხარეები შეთანხმდნენ თანამშრომლობაზე. თავის მხრივ ნორვეგიელმა ექსპერტებმა გამოხატეს კეთილი ნება საჯარო სამსახურის რეფორმისა და ადამიანური რესურსების მართვის სისტემის დანერგვაში მათი გამოცდილების გაზიარების კუთხით.