საჯარო სამსახურის ბიუროს წარმომადგენლების ვიზიტი საფრანგეთში


გააზიარე:


2016 წლის 7-10 დეკემბერს საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი ეკატერინე ქარდავა და მოადგილე მაია დვალიშვილი იმყოფებოდნენ პარიზში, საფრანგეთის მხარის მოწვევითა და დაფინანსებით, ღია მმართველობის პარტნიორობის ყოველწლიურ სამიტში მონაწილეობის მისაღებად. სამიტის ფარგლებში, საფრანგეთის საჯარო სამსახურში გამჭვირვალობის უზრუნველყოფის უმაღლესი ორგანოს ინიცირებით, 14 სახელმწიფოს შესაბამის ორგანოებთან ერთად ჩამოყალიბდა პლატფორმა - "კეთილსინდისიერების ქსელი (Network for Integrity)", რომლის ფარგლებშიც გაზიარებული იქნება სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება საჯარო სამსახურში კორუფციის პრევენციასა და არაეთიკური ქცევების აღმოფხვრასთან დაკავშირებით. სსიპ საჯარო სამსახურის ბიურო, ევროპისა და აზიის ქვეყნების 13 დამოუკიდებელ უწყებასთან ერთად, წარმოადგენს აღნიშნული პლატფორმის ერთ-ერთ დამფუძნებელ წევრს.

პლატფორმის შექმნის მიზანია სხვადასხვა ქვეყნების ორგანოებმა, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია ანტიკორუფციული პოლიტიკის მხარდაჭერასთან, თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი დეკლარაციების შევსების უზრუნველყოფასა და მონიტორინგთან, გააზიარონ ამ სფეროში მიღებული გამოცდილება და ხელი შეუწყონ საუკეთესო პრაქტიკის დანერგვას შესაბამისი საჭიროების არსებობისას. "კეთილსინდისიერების ქსელის" (Network for Integrity) წარმომადგენელთა შეხვედრაზე მიღებულ იქნა ქსელის წესდება და დაიგეგმა სამომავლოდ განსახორციელებელი ღონისძიებები.