საჯარო სამსახურის ბიუროს წარმომადგენლების ვიზიტი ლატვიაში


გააზიარე:


2016 წლის 15-16 დეკემბერს საჯარო სამსახურის ბიუროს წარმომადგენლები სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ ლატვიაში, ქალაქ რიგაში.

ვიზიტის ფარგლებში ბიუროს წარმომადგენლები შეხვდნენ ლატვიის სახელმწიფო კანცელარიის უფროსს, მარტინ კრიევენსს. ლატვიის სახელმწიფო კანცელარიის მხრიდან გაზიარებულ იქნა საუკეთესო პრაქტიკა საჯარო ადმინისტრირების რეფორმისა და საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსების მართვის საკითხებზე, საჯარო სამსახურში დასაქმებული პირების ანაზღაურების, პროფესიული განვითარების, სწავლებისა და საქმიანობის შეფასების შესახებ, კომპეტენციის სისტემის განვითარებაზე და პოლიტიკის დოკუმენტის დაგეგმვისა და შემუშავებასთან დაკავშირებით.

ვიზიტის ფარგლებში საჯარო სამსახურის ბიუროს წარმომადგენლები შეხვდნენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ლატვიის რესპუბლიკაში ბატონ თეიმურაზ ჯანჯალიას. სამუშაო ვიზიტი განხორციელდა პროექტის "საჯარო ადმინისტრირება და ეფექტური მმართველობის რეფორმა საქართველოსა და უკრაინაში" ფარგლებში.