საჯარო სამსახურის ბიუროს შეხვედრა უკრაინის საჯარო სამსახურის დეპარტამენტის წარმომადგენელთან


გააზიარე:




2011 წლის 22 თებერვალს, საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი - ირაკლი კოტეტიშვილი უკრაინის საჯარო სამსახურის მთავარი დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს - ნატალია კირიჩენკოს შეხვდა.

შეხვედრის მიზანი იყო უკრაინისა და საქართველოს საჯარო სამსახურებში მიმდინარე რეფორმის პროცესის უფრო ახლოს გაცნობა. მხარეებმა იმსჯელეს საჯარო სამსახურში არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე. ბიუროს უფროსმა, ირაკლი კოტეტიშვილმა თავის უკრაინელ კოლეგას გააცნო უკანასკნელი ორი წლის მანძილზე საქართველოს საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ განხორციელებული შემდეგი რეფორმები:

1. თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების საჯაროობა;
2. დეკლარაციების სისტემის სრულად ელექტრონიზაცია;
3. ადამიანური რესურსების მართვის ერთიანი სტანდარტებისა და ელექტრონული სისტემების შემოღება;
4. ახალი საჯარო სამსახურის კოდექსის პროექტი.

შეხვედრაზე აგრეთვე განხილულ იქნა საქართველო – უკრაინის თანამშრომლობა საჯარო სამსახურის სექტორში.