საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი – ირაკლი კოტეტიშვილი საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა


გააზიარე:



2011 წლის 15 მარტს, საქართველოს უნივერსიტეტში, საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის სტუდენტების შეხვედრა შედგა.

შეხვედრის მიზანი იყო სტუდენტებისათვის საჯარო სამსახურის რეფორმის კონცეფციის გაცნობა. აღნიშნული შეხვედრა ერთის მხრივ, რეფორმის საჯაროობას და მეორე მხრივ, სოციალურ მეცნიერებათა სკოლის სტუდენტების პროფესიულ განვითარებას შეუწყობს ხელს. საჯარო სამსახურის ბიურო, სრულად აცნობიერებს მის სოციალურ პასუხისმგებლობას და მიიჩნევს, რომ მაღალკვალიფიციური კარდების ადგილობრივ დონეზე მომზადება, ეფექტური საჯარო მმართველობის განხორციელების წინაპირობაა.

შეხვედრაზე ყურადება გამახვილდა საჯარო სამსახურის სისტემაში რეფორმის ძირითად ამოცანებსა და სტრატეგიულ მიმართულებებზე, როგორიცაა: ახალი საჯარო მმართველობის მოდელის დანერგვა, ელექტრონული კანცელარიისა და ადამიანური რესურსების მართვის სისტემის შემუშავება, საჯარო სამსახურის მოქნილი და ეფექტური საკანონმდებლო ბაზის შექმნა და რეფორმის ფარგლებში განსახორციელებელი სხვა ღონისძიებები

ეფექტური საჯარო სამსახურის სისტემის დანერგვა ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა. მხოლოდ ეფექტური საჯარო მმართველობის პირობებშია შესაძლებელი საერთაშორისოდ აღიარებული პოლიტიკური და ეკონომიკური მიზნების მიღწევა. საჯარო სამსახურის ბიურო ახდენს საჯარო სამსახურის სფეროში სახელმწიფოს ერთიანი პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებას.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი შეხვედრები სხვა უნივერსიტეტებშიც გაიმართება და რეფორმის შესახებ