საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის შეხვედრა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) სტუდენტებთან


გააზიარე:




საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი - ირაკლი კოტეტიშვილი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) სახელმწიფო მმართველობის და ადგილობრივი თვითმმართველობის სტუდენტებს შეხვდა.

შეხვედრის მიზანი იყო საჯარო სამსახურში მიმდინარე რეფორმის პროცესის უფრო ახლოს გაცნობა.

საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ მთავარ ამოცანას საჯარო სამსახურის სისტემის სრულყოფა წარმოადგენს. საჯარო სამსახურის ბიურო კი, ამ რეფორმის მაკოორდინირებელ დაწესებულებას წარმოადგენს. კერძოდ, ბიუროს მიერ შემუშავებულ იქნა საჯარო სამსახურის კოდექსის პროექტი, რომელიც აგებულია ახალი საჯარო მენეჯმენტის პრინციპების საფუძველზე.

შეხვედრაზე საუბარი იყო აგრეთვე საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ელექტრონული მმართველობის პროექტებზე.