საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის შეხვედრა კავკასიის უნივერსიტეტში


გააზიარე:


2011 წლის 14 დეკემბერს, საქართველოს კავკასიის უნივერსიტეტში, საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის ირაკლი კოტეტიშვილისა და კავკასიის მართვის სახელმწიფო სკოლის სტუდენტების შეხვედრა შედგა.

შეხვედრის მიზანი იყო სტუდენტებისათვის საჯარო სისტემაში მიმდინარე რეფორმის პროცესების უფრო ახლოს გაცნობა. აღნიშნული შეხვედრა ერთის მხრივ, რეფორმის საჯაროობას და მეორე მხრივ, კავკასიის მართვის სახელმწიფო სკოლის სტუდენტების პროფესიულ განვითარებას შეუწყობს ხელს.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საჯარო სამსახურის სისტემაში რეფორმის ძირითად ამოცანებსა და სტრატეგიულ მიმართულებებზე, როგორიცაა: ახალი საჯარო მმართველობის მოდელის დანერგვა, ელექტრონული კანცელარიისა და ადამიანური რესურსების მართვის სისტემის შემუშავება, საჯარო სამსახურის მოქნილი და ეფექტური საკანონმდებლო ბაზის შექმნა და რეფორმის ფარგლებში განსახორციელებელი სხვა ღონისძიებები, ასევე ინფორმაცია მიიღეს ელექტრონული მმართველობის პროექტებს, კერძოდ საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ შემუშავებულ დასაქმების ელექტრონულ პორტალზე (www.hr.gov.ge).


აღსანიშნავია, რომ მსგავსი შეხვედრები სხვა უნივერსიტეტებშიც გაიმართება.