საჯარო სამსახურის ბიურო ქ.კიევის რეგიონალურ კონფერენციაზე


გააზიარე:



საჯარო სამსახურის ბიურომ მონაწილეობა მიიღო ქ.კიევში გამართულ ყოველწლიურ, რიგით მეოთხე კონფერენციაში “საჯარო მმართველობის რეფორმის ფარგლებში მრავალმხრივი ინსტიტუციური მშენებლობის იმპლემენტაცია” (CIB).

ორდღიანი ფორმატი მოიცავდა პლენარულ სხდომას, რომლიც მიეძღვნა CIB-ის პროგრამის პერსპექტივებს და მის ურთიერთკავშირს საჯარო მმართველობის რეფორმასა (14 ოქტომბერი) და ინსტიტუციური რეფორმების ფარგლებში დაგეგმვის პრაქტიკულ საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფებს შორის (15 ოქტომბერი).

კონფერენციის მსვლელობისას ევროკავშირის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ევრო დელეგაციების წარმომადგენლებს, აღმოსავლეთ პარტნიორობის CIB-ის კოორდინატორებს, ევროპული ინტეგრაციის ბიუროს წარმომადგენელებს, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებსა და საზოგადოებას ჰქონდათ საშუალება წარმოედგინათ CIB-ის პროგრამის ხედვა და ახალი ინიციატივები სახელმწიფო სტრუქტურების ინსტიტუციური განვითარების შესახებ. პროგრამა Twinnging-ის ადმინისტრაციულმა ოფისებმა საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, მოლდოვადან და უკრაინიდან დამსწრე საზოგადოებას გაუზიარეს პროგრამის იმპლემენტაციისათვის საჭირო მომზადების, მიდგომისა და პერსპექტივების საკუთარი ხედვა. საჯარო სამსახურის ბიურომ წარადგინა პრეზენტაცია საქართველოს საჯარო სამსახურში გატარებული რეფრომებისა და განხორციელების ფაზაში არსებული პროექტების შესახებ.