საჯარო მოხელეთა ტრენინგი პროფესიულ ეთიკაში


გააზიარე:


დღეს საჯარო სამსახურის ბიუროს ინიციატივით და USAID-ის პროგრამის „დემოკრატიული მმართველობა საქართველოში“ ფარგლებში „კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრ CTC“–ში სხვადასხვა სახელწიფო უწყების წარმომადგენლები საჯარო მოხელის პროფესიული ეთიკის დისციპლინაში გადამზადდნენ.

აღნიშნული ტრენინგის ფარგლებში, მონაწილეები გაეცნენ ეთიკური ქცევის თეორიულ საფუძვლებს, ეთიკისა და ქცევის საკანონმდებლო ნორმებს ქართულ საჯარო სამსახურში, ეთიკის ნორმების დაცვის მექანიზმებსა და სხვა პრიორიტეტულ საკითხებს.

ტრენინგს CTC–ის ასოცირებული ტრენერი გიორგი ტოკლიკიშვილი გაუძღა. შეხვედრა მუდმივი დისკუსიის ხასიათს ატარებდა, მონაწილეებამა განიხილეს რამდენიმე კაზუსი საჯარო სამსახურში ეთიკური ქცევის, თანამდებობრივი შეუთავსებლობისა და საჩუქრის მიღების შეზღუდვის შესახებ.

საჯარო სამსახურის ბიურო საჯარო მოხელეთა გადამზადების ციკლს მიმდინარე წლის იანვრიდან ახორციელებს. რაც ხელს უწყობს მაღალკვალიფიციური კადრების პროფესიონალიზმის კიდევ უფრო ამაღლებას საჯარო სექტორში. მსგავსი ღონისძიებების ორგანიზება უახლოეს მომავალშიც იგეგმება.