საჯარო ინფორმაცია


გააზიარე:


საჯარო ინფორმაცია ღიაა და ყველასათვის ხელმისაწვდომია, გარდა სახელმწიფო, კომერციულ და პირად საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციისა;

საჯარო ინფორმაციის მისაღებად პირი წარადგენს წერილობით განცხადებას;

საჯარო ინფორმაცია გაიცემა დაუყოვნებლივ ან კანონით დადგენილ შემთხვევებში არაუგვიანეს 10 დღისა; მოქალაქეს უფლება აქვს აირჩიოს საჯარო ინფორმაციის მიღების ფორმა, (ასლი, ამობეჭდილი ან ელექტრონული ვერსია) თუ იგი სხვადასხვა სახით არსებობს, აგრეთვე გაეცნოს ინფორმაციას დედანში;

გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის ასლის სახით მიწოდების შემთხვევაში "საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად საჯარო ინფორმაციის გამომთხოვნ პირს ეკისრება შემდეგი მოსაკრებლის გადახდა:ასლი - ერთი გვერდი - 0,05 ლარი; პრინტერზე ამობეჭდვა - ერთი გვერდი - 0,10 ლარი;

კომპაქტურ დისკზე ინფორმაციის ჩაწერა - 1 დისკი - 2,65 ლარი (კომპაქტური დისკის წარმოდგენის შემთხვევაში ინფორმაციის ჩაწერა უფასოა); დისკეტაზე ინფორმაციის ჩაწერა - 1 დისკეტა - 1,3 ლარი (დისკეტის წარმოდგენის შემთხვევაში ინფორმაციის ჩაწერა უფასოა);


საჯარო ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, წარმოადგინეთ წერილობითი განცხადება. საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის წესს არეგულირებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი III თავი და საქართველოს კანონი საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ.

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე პასუხისმგებელი პირი :

თეა სამჭკუაშვილი - ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი

ტელ: (+995 32) 219 27 27 (131)

ელ-ფოსტა: tsamchkuashvili@csb.gov.ge