სამუშაო შეხვედრა „საჯარო სამსახურის შესახებ“ ახალი კანონის ამოქმედებამდე განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ


გააზიარე:


2017 წლის 10 მაისს საჯარო სამსახურის ბიურომ გამართა სამუშაო შეხვედრა აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების უწყებების, სასამართლო ხელისუფლებისა და დასავლეთ საქართველოს თვითმმართველობებისა და გუბერნატორის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან.

შეხვედრის განმავლობაში მონაწილეებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია "საჯარო სამსახურის შესახებ" ახალი კანონის ამოქმედებამდე განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ.

საჯარო სამსახურის ბიურო მადლობას უხდის ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის პროექტს "დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა" გაწეული დახმარებისთვის.