სამუშაო შეხვედრა „საჯარო სამსახურის შესახებ“ ახალი კანონის ამოქმედებამდე განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ


გააზიარე:


2017 წლის 3 მაისს საჯარო სამსახურის ბიურომ გამართა სამუშაო შეხვედრა სამინისტროების, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, საქართველოს პარლამენტის, პროკურატურის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის, იურიდიული დეპარტამენტისა და დაწესებულების აპარატის ხელმძღვანელებთან.

შეხვედრის განმავლობაში მონაწილეებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია "საჯარო სამსახურის შესახებ" ახალი კანონის ამოქმედებამდე განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ.

საჯარო სამსახურის ბიურო მსგავსი შეხვედრების ორგანიზებას გეგმავს ადგილობრივი თვითმმართველობის, ავტონომიური რესპუბლიკებისა და სასამართლო ხელისუფლების ორგანოების წარმომადგენლებთან.