სამუშაო შეხვედრა საჯარო სექტორში პროფესიული განვითარების მიმართულებით მომუშავე დაწესებულებების წარმომადგენლებთან


გააზიარე:


2017 წლის 31 მარტიდან 1 აპრილის ჩათვლით სსიპ-საჯარო სამსახურის ბიუროს ინიციატივით, ნატო-საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამისა (PDP) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა შეხვედრა საჯარო სექტორში პროფესიული განვითარების მიმართულებით მომუშავე დაწესებულებების წარმომადგენლებთან.

შეხვედრის მიზანი იყო "საჯარო სამსახურის შესახებ" ახალი კანონის გარდამავალი დებულებებით გათვალისწინებული "პროფესიული საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების საჭიროებების განსაზღვრის წესის, პროფესიული განვითარების სტანდარტისა და წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტის კონცეფციის შექმნა. მონაწილე მხარეებმა შეხვედრის ფარგლებში იმსჯელეს საჯარო მოხელეთა პროფესიული განვითარების მიმართულებით არსებულ პრობლემებზე და მათი გადაწყვეტის გზებზე, აგრეთვე, მოისმინეს გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტების მიერ მომზადებული სარეკომენდაციო ანგარიში და იმსჯელეს საქართველოში საჯარო მოხელეთა პროფესიული განვითარების შესაძლო მოდელის შესახებ.

სსიპ-საჯარო სამსახურის ბიურო მადლობას უხდის ნატო-საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამასა (PDP) და გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP) მხარდაჭერისათვის.