საჯარო სამსახურის მართვის, კოორდინაციისა და ზედამხედველობის ცენტრალიზებული სისტემა


გააზიარე:


საჯარო სამსახურის საბჭო და საჯარო სამსახურის ბიურო - რეფორმის განხორციელების ეტაპზე, საჯარო სამსახურის საბჭო უნდა ხდება რეფორმის წარმმართველი ძალა. ამისათვის საბჭო აღჭურვილი უნდა იყოს შესაბამისი ფუნქციებითა და უზრუნველყოფილი სათანადო რესურსით.

თავისი ფუნქციებისა და დაკისრებული ვალდებულებების სრულყოფილი შესრულებისთვის აუცილებელია საჯარო სამსახურის ბიუროს ინსტიტუციური გაძლიერება ფუნქციების დაზუსტების, ფუნქციების შესაბამისი სტრუქტურის შემუშავების და ბიუროს სათანადო პერსონალით დაკომპლექტების გზით.

აუცილებელია საჯარო სამსახურის რეფორმის მიმდინარეობის პროცესში საჯარო სამსახურის მართვის, კოორდინაციისა და ზედამხედველობის ცენტრალიზებული ორგანო არსებობდეს საქართველოს პრემიერ მინისტრის დაქვემდებარებაში, რაც საწინდარი იქნება დაგეგმილი რეფორმის წარმატებით განხორციელებისა.