საჯარო მოხელეების უფლება-მოვალეობები


გააზიარე:


კანონში მკაფიოდ უნდა გაიწეროს დისციპლინური გადაცდომის სახეები და სახდელის ფორმები. დისციპლინური გადაცდომის სახეები უნდა დაჯგუფდეს მსუბუქ, ნაკლებად მძიმე და მძიმე დისციპლინურ გადაცდომებად საჯარო სამსახურის სპეციფიკის გათვალისწინებით.

მკაცრად უნდა იყოს გაწერილი დისციპლინური წარმოების განხორციელების წესი, პროცედურები და საფუძვლები. ასევე, დისციპლინური წარმოების ვადები, გადაწყვეტილების მიღების წესი, უფლების დაცვის საშუალებები და სხვ. დისციპლინური წარმოების პროცესი უნდა იყოს დახურული, ხოლო მიღებული გადაწყვეტილება ღია.

უფლების დაცვის სამართლებრივი გარანტიებთან დაკავშირებით მიზანშეწონილია დისციპლინური პასუხმისმგებლობის შეფარდების შემთხვევაში მოხელის უფლების დაცვის საშუალებების კანონში დეტალური ასახვა, მათ შორის, უფლების დაცვის ალტერნატიული საშუალებით - მედიაციის მეშვეობით უფლების ალტერნატიული დაცვა საჯარო სამსახურის ბიუროში.