კლასიფიკაციის სისტემა


გააზიარე:


რანგირების ერთ-ერთი ძირითადი მიზანია მოაწესრიგოს შრომის ანაზღაურების სისტემა, აამაღლოს მისი სამართლიანობისა და გამჭვირვალობის დონე, უზრუნველყოს სხვადასხვა დაწესებულებაში თანაბარი თანამდებობებისათვის ერთი და იმავე დონის თანამდებობრივი სარგოს გაცემა და, ამავე დროს, მოტივაციის მაღალი მაჩვენებლები.

მნიშვნელოვანია კლასიფიცირების სისტემის ერთიანობა როგორც ცენტრალური ხელისუფლების, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობისა და სხვა რომელიმე დაწესებულებისათვის, რომელზეც ვრცელდება კანონი საჯარო სამსახურის შესახებ.

კანონით შესაძლებელია განისაზღვროს ოთხი რანგი: ა) მთავარი; ბ) წამყვანი; გ) უფროსი; დ) უმცროსი საჯარო თანამდებობა და სამი საკლასო ჩინი თანამდებობათა ზუსტი დასახელებებით. კლასიფიკაციის მატრიცით მოცემული ნებისმიერი პოზიციისთვის უნდა განისაზღვროს სახელფასო დიაპაზონი, სადაც ადეკვატურად აისახება თანდათანობით მზარდი სამუშაოს შინაარსი.

თანამდებობათა რანგირების კრიტერიუმად გამოყენებულ იქნეს შემდეგი მახასიათებლები: ა) თანამდებობის პასუხისმგებლობა; ბ) თანამდებობის კომპლექსურობა; გ) თანამდებობისათვის საჭირო კომუნიკაბელურობის უნარი; დ) განათლება, ცოდნა, შესაბამისი დავალებების შესრულებისათვის მოთხოვნილი უნარი და ტრენინგი; ე) თანამდებობისათვის საჭირო სამუშაო სტაჟი და გამოცდილება.