თანაბარი შესაძლებლობები მამაკაცებისა და ქალებისთვის


გააზიარე:


გენდერისა და თანასწორობის მიზანია თანაბარი პირობების უზრუნველყოფა ყველა სამთავრობო უწყებაში. ეს განსაკუთრებით მწვავე საკითხია სამსახურში აყვანის, კვალიფიკაციის ამაღლების, კარიერული განვითარებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულობის თვალსაზრისით.

აუცილებელია საჯარო სამსახურში ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე გენდერზე და თანასწორობაზე არსებული სახელმძღვანელო პრინციპების დაცვა და უზრუნველყოფა, რომელიც გაწერილი იქნება ახალ საჯარო სამსახურის შესახებ კანონში.

საჯარო სამსახურის ბიურო, როგორც ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე გენდერისა და თანასწორობის მექანიზმების ეფექტურობის გარანტი, უზრუნველყოფს მონიტორინგის სისტემის შემუშავებას საჯარო სამსახურის სისტემაში გენდერისა და ზოგადად თანასწორობის უზრუნველსაყოფად.

ყველა საჯარო დაწესებულებამ საჯარო სამსახურის ბიუროს უნდა წარუდგინოს გენდერსა და თანასწორობის შესახებ არსებული ანგარიში.

ყველა საჯარო დაწესებულებაში მიზანშეწონილია არსებობდეს თანასწორობაზე პასუხისმგებელი პირი, რომელიც შეასრულებს საჯარო სამსახურის ბიუროსა და შესაბამის უწყებას შორის შუამავლის ფუნქციას. ამავდროულად, აუცილებელია წელიწადში მინიმუმ ერთხელ გენდერული ნიშნით შეგროვილი ინფორმაციის წარდგენა, რომელზე რეაგირებასაც საჯარო სამსახურის ბიურო მოახდენს, დასკვნასა და სტატისტიკას მოამზადებს და წარადგენს საჯარო სამსახურის წლიური ანგარიშის ფარგლებში.