პროექტის ანონსი - ცოდნის გაცვლის კამპანია საჯარო სამსახურში


გააზიარე:


საჯარო სამსახურის ბიურო 2012 წლის იანვრიდან საჯარო სამსახურებში ცოდნის გაცვლის კამპანიას იწყებს. კამპანია მიზნად ისახავს საჯარო სამსახურის დაწესებულებებში ადამიანური რესურსების მართვის სისტემების განვითარებას პროფესიული კავშირების დამყარების, ადგილობრივი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების მეშვეობით.

ცოდნის გაცვლის კამპანიის შემუშავება, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ საჯარო სამსახურის დაწესებულებებში ადამიანური რესურსების მართვის ძირითადი სისტემების დადგენის მიზნით ჩატარებულმა კვლევამ განაპირობა. კვლევის შედეგებმა გვიჩვენა, რომ საჯარო დაწესებულებებს შორის ადამიანური რესურსების მართვის საკითხები ასიმეტრიულად არის განვითარებული სხვადასხვა უწყებებში.

ცოდნის გაცვლის ინიციატივის წარმატებით განხორციელებისათვის აუცილებელია, მისი შინაარსი კამპანიაში ჩართულ მხარეთათვის იყოს მისაღები, უნდა არსებობდეს მოსმენისა და შეწავლის ორმხრივი მზადყოფნა. საჯარო სამსახურის ბიუროს ინიციატივით, იგეგმება სპეციალური ჯგუფების შეხვედრა „გაცვლის პროცესამდე“ , რაც ხელს შეუწყობს პოზიტიური ურთიერთობების დამყარებას ცოდნის პარტნიორებს შორის და ცოდნის გაცვლის კამპანიისადმი გაზიარებული ხედვების ჩამოყალიბებას.

ცოდნის გაცვლის კამპანია ხორციელდება ნატოს პროფესიული განვითარების პროგრამის (PDP) მხარდაჭერით.