კვლევა „თანამდებობის პირთა შემოსავლებისა და ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების შემოწმების მექანიზმებზე“


გააზიარე:


საჯარო სამსახურის ბიურომ ჩაატარა კვლევა თანამდებობის პირთა შემოსავლებისა და ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების შემოწმების მექანიზმებთან დაკავშირებით, რომელიც ეფუძნება ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD), ასევე მოპარული აქტივების აღდგენის ინიციატივის (Stolen Asset Recovery Initiative) კვლევებს. საქართველოში, საერთაშორისო რეკომენდაციებისა და სხვადასხვა ქვეყნის პრაქტიკის გათვალისწინებით, უფრო ეფექტური და თანმიმდევრული ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების შემოწმების მექანიზმის შექმნა მიმდინარეობს.

საჯარო სამსახურის ბიურო აქტიურად შეისწავლის საჯარო სამსახურში არსებულ მდგომარეობას როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთის ქვეყნებში. საზღვარგარეთის ქვეყნების პრაქტიკის შესწავლა საშუალებას გვაძლევს საქართველოში დავნერგოთ ამ პრაქტიკის ელემენტები ჩვენს ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით.

აღნიშნული კვლევა მიმოიხილავს თანამდებობის პირთა შემოსავლებისა და ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების შემოწმების მექანიზმებსა და შემოწმების კრიტერიუმებს სხვადასხვა ქვეყნებში: ამერიკა, ალბანეთი, ესპანეთი, რუმინეთი და სხვა. ასევე, განხილულია დეკლარაციების წარუდგენლობის, დაგვიანებული წარდგენის ან არასწორი ინფორმაციის შეტანისათვის გათვალისწინებული სანქციების სახეები სხვადასხვა ქვეყნებში. დასასრულს განხილულია საქართველოში არსებული დეკლარაციების შემოწმების სისტემა. შეგახსენებთ, რომ საქართველოში ყველა თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია ივსება ელექტრონულად და ავტომატურად ქვეყნდება ვებ–გვერდზე www.declaration.gov.ge. შესაბამისად, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია გაეცნოს სასურველი თანამდებობის პირის დეკლარაციას ონლაინ. მსგავსი საჯაროობა საზოგადოების მხრიდან თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების კონტროლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმია.

იხილეთ კვლევათანამდებობის პირთა შემოსავლებისა და ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების შემოწმების მექანიზმებზე“.