კარლ–ფრიდრიხ გორდელერის კოლეჯის პროგრამა ეფექტური მმართველობისათვის


გააზიარე:


გორდელერის კოლეჯი დემოკრატიული მმართველობისათვის იწვევს საჯარო ან საზოგადოებრივ სექტორში მოღვაწე ახალგაზრდა ხელმძღვანელებს აზერბაიჯანიდან, ბელარუსიიდან, თურქეთიდან, მოლდოვიდან, რუსეთიდან, საქართველოდან, სომხეთიდან და უკრაინიდან კვალიფიკაციის ასამაღლებელ სამ–კვირიან საერთაშორისო პროფესიული განვითარების პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად 2012 წლის 8–დან 29 სექტემბრამდე ბერლინსა და ვარშავაში.

კოლეჯი სთავაზობს მონაწილეებსა და მომავალ პოლიტიკოსებს ცოდნის გაღრმავების შესაძლებლობას პოლიტიკურ ურთიერთობებსა და საერთაშორისო თანამშრომლობის სფეროში. მათ ექნებათ შეხვედრები სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკის, გერმანიის ადმინისტრაციისა და ევროკავშირის ექსპერტებთან, ასევე გაივლიან კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრენინგს სხვადასხვა სემინარების სახით. ამგვარი მოულოდნელი შეხვედრები საშუალებას აძლევს მონაწილეებს ერთმანეთს გაუზიარონ საკუთარი იდეები და გამოცდილება ერთიან ევროპაში.

პროფესორი გიუნტერ ფერჰოიგენი, ევროკომისიის ყოფილი ვიცე–პრეზიდენტი კოლეჯის მონაწილეებთან მუშაობაში ჩართული იქნება, როგორც კოლეჯის დირექტორი.

გორდელერის კოლეჯი საშუალებას აძლევს მონაწილეებს თავიანთი საქმიანობის სფეროში ეფექტური მმართველობის თემასთან დაკავაშირებით შეიმუშაონ და განახორციელონ საკუთარი პროექტი, რომელიც სასარგებლო იქნება მათი მშობლიური ინსტიტუტებისათვის. პროექტის მონახაზი უკვე შესულია განაცხადში. პროგრამის მიმდინარეობისას კი მონაწილეები დააკონკრეტებენ პროექტს და მათ მეთვალყურეობას გაუწევს პროექტის ტრენერი.

მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ ცალკეულ დღეებში ბერლინსა და მის შემოგარენში უშუალოდ გაეცნონ იმ დაწესებულებების საქმიანობას, რომელიც მათ სამუშაო სფეროს მიესადაგება. შემდგომში მონაწილეები დამოუკიდებლად განახორციელებენ პროექტს მშობლიურ ქვეყანაში. 2013 წლის გორდელერის კოლეჯის პროგრამის დასაწყისში, 2012 წლის მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცემათ ბერლინში დაბრუნდნენ და მათ მიერ განხორციელებული პროექტების შედეგების შესახებ პრეზენტაცია გააკეთონ.

გორდელერის კოლეჯი საქმიანობას ახორციელებს გერმანიის საგარეო ურთიერთობათა საბჭოსთან თანამშრომლობით (DGAP).

პროგრამის სამუშაო ენა არის გერმანული.

დამატებითი ინფორმაცია კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იხილეთ შემდეგ ვებ–გვერდზე: www.goerdeler-kolleg.de.

მონაწილეობისათვის განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა: 2012 წლის 12 მარტი