ანალიტიკური დეპარტამენტი


გააზიარე:



ანალიტიკური დეპარტამენტი
დეპარტამენტის უფროსი - ირინა აღაპიშვილი


CV ვრცლად









დეპარტამენტის ფუნქციები:

საჯარო სამსახურის სისტემის ფუნქციონირების ეფექტიანობის შესწავლა და შესაბამისი დასკვნების მომზადება; საჯარო სამსახურის სფეროში მოქმედი სტრუქტურების ტრანსფორმაციის აუცილებლობისა და შესაძლებლობების განსაზღვრა, რეკომენდაციების შემუშავება ახალი სტრუქტურების შექმნის ან არსებულის გარდასაქმნელად; კომპეტენციის ფარგლებში, კონფერენციების, სემინარების, პრესკონფერენციების, ბრიფინგებისა და სამეცნიერო შეკრებების ორგანიზება საჯარო სამსახურის სფეროში აქტუალური საკითხების განხილვის მიზნით; კომპეტენციის ფარგლებში, საჯარო სამსახურის სფეროში თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ელექტრონული მმართველობა) დანერგვის ორგანიზება; კომპეტენციის ფარგლებში, საჯარო სამსახურის სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტების შესრულების შესახებ ინფორმაციის დამუშავება და საქართველოს მთავრობისათვის შესაბამისი დასკვნების წარდგენის უზრუნველყოფა; სახელმწიფო ორგანოთა სტრუქტურის ჩამოყალიბების ძირითადი პრინციპების, ამ სტრუქტურებში შესაბამისი თანამდებობების ადგილისა და როლის შესახებ შესაბამისი წინადადებების შემუშავება; საჯარო სამსახურის დაწესებულებათა სისტემაში არსებული საორგანიზაციო სტრუქტურების ანალიზი და საჭიროების შემთხვევაში მათი სრულყოფის მიზნით შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება; საჯარო სამსახურის საბჭოს საქმიანობის ხელშემწყობ ღონისძიებათა გატარება და საჯარო სამსახურის საბჭოს წევრებისათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა; საჯარო სამსახურის სფეროში სხვა სახელმწიფოთა გამოცდილების შესწავლა, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მათ შორის, დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და კავშირის დამყარება; კომპეტენციის ფარგლებში საჯარო სამსახურის სფეროში სტატისტიკური მონაცემების შეგროვება, მათი გაანალიზება და საჯარო სამსახურის ერთიანი სახელმწიფოებრივი საინფორმაციო სისტემის შექმნა; საჯარო სამსახურის მართვის ახალი მეთოდებისა და ტექნიკის დანერგვის მიზნით წინადადებების შემუშავება; კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.