დეკლარაციების მონიტორინგის დეპარტამენტი


გააზიარე:



დეპარტამენტის უფროსი - ელგუჯა მაკალათია


CV ვრცლად









დეპარტამენტის ფუნქციები:


თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში სრული და სწორი მონაცემების შეტანის და დეკლარაციის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის მონიტორინგის უზრუნველყოფა, რომელიც ხორციელდება შევსებულ დეკლარაციაში არსებული მონაცემების სისწორის საჯარო დაწესებულებების მიერ ადმინისტრირებულ ელექტრონულ ბაზებში გადამოწმებით, თანამდებობის პირის მიერ ბიუროსთვის წარდგენილი ან/და სხვა წერილობითი მტკიცებულების გადამოწმებით, აგრეთვე „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ მე-16–მე-19 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული ორგანოების ურთიერთდახმარების ვალდებულების შესრულებით; მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მონიტორინგის პროცესის ორგანიზაციული უზრუნველყოფა; მონიტორინგის ანგარიშის შესახებ ნებისმიერი პირის მიერ წარდგენილი განცხადების განხილვა და მასზე რეაგირების მოხდენა კანონმდებლობით დადგენილი წესით; დეკლარაციის მონიტორინგის ელექტრონული სისტემის გამართულ მუშაობაზე კონტროლის განხორციელება; წლიური მონიტორინგის შედეგების საჯაროობის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფა; თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგის შედეგების ყოველი კალენდარული წლის ბოლოს პროაქტიული გამოქვეყნება; დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად სახელმწიფო ორგანოებიდან და თანამდებობის პირებისაგან შესაბამისი ინფორმაციის გამოთხოვა; კომპეტენციის ფარგლებში, კონფერენციების, სემინარების, პრესკონფერენციების, ბრიფინგებისა და სამეცნიერო შეკრებების ორგანიზება აქტუალური საკითხების განხილვის მიზნით; კომპეტენციის ფარგლებში, თანამედროვე საინფორმაციო - საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ელექტრონული მმართველობა) დანერგვის ორგანიზება; საჯარო სამსახურში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო პროგრამების ფორმირებისა და განხორციელებისათვის კონკრეტული ამოცანების შესრულება; კომპეტენციის ფარგლებში, ნორმატიული აქტების შესრულების შესახებ ინფორმაციის დამუშავება და საქართველოს მთავრობისათვის შესაბამისი დასკვნების წარდგენის უზრუნველყოფა; სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობა; კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.