დაძმობილების პროექტის მმართველი კომიტეტის შეხვედრა


გააზიარე:


საჯარო სამსახურის ბიუროსა და ლიეტუვას რესპუბლიკის სამთავრობო უწყებებს შორის მიმდინარე დაძმობილების პროექტის მმართველმა კომიტეტმა გასული 3 თვის შედეგები შეაჯამა.

შეხვედრაზე შეჯამდა ყველა ის ღონისძიება, რომელიც დაძმობილების პროექტის ფარგლებში მიმდინარე წელს გაიმართა. განხილულ იქნა ასევე 2019 წლის ბოლომდე განსახორციელებელი სამომავლო გეგმები, მათ შორის ბიუროს თანამშრომელთათვის სხვადასხვა სახის ტრენინგები და გამოცდილების გაზიარების მიზნით ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან სხვადსხვა სფეროს ექსპერტების საქართველოში დაგეგმილი ვიზიტები.

შეხვედრაზე ასევე გადაიხედა საბიუჯეტო საკითხები, მომზადდა რეკომენდაციები და დაიგეგმა ახალი ღონიზძიებებები.

საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლის სოფი ჰეტ-გუერიხეს განმარტებით, ამ ეტაპზე პროექტი განსაზღვრულ ვადებში მიმდინარეობს და შესაძლებელია მომდევნო ეტაპზე გადასვლა.

მმართველი კომიტეტი აერთიანებს: საჯარო სამსახურის ბიუროს ხელმძღვანელობას, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის დახმარების კოორდინაციის სამმართველოს თანამშრომლებსა და ლიეტუვის მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს.

საჯარო სამსახურის ბიუროსა და ლიეტუვას რესპუბლიკის სამთავრობო უწყებებს შორის დაძმობილების პროექტი 2018 წელს დაიწყო და ის ევროკავშირის მიერ ფინანსდება.

პროექტის მიზანია საჯარო სამსახურის ბიუროს ინსტიტუციური და ადამიანური რესურსების შესაძლებლობების განვითარება საქართველოში საჯარო სამსახურის რეფორმის ეფექტური განხორციელების ხელშეწყობის მიზნით.