დასრულდა საჯარო მოხელეთა ტრეინინგი ადამიანური რესურსების მართვის მენეჯმენტში


გააზიარე:


ტრეინინგი ადამიანური რესურსების მართვის მენეჯმენტში წარმატებით დასრულდა. აღნიშნულის ფარგლებში სახელმწიფო დაწესებულებების ადამიანური რესურსების მართვის სამოცამდე მენეჯერი გადამზადდა.

მონაწილეები უფრო ახლოს გაეცნენ ადამიანური რესურსების მართვის თანამედროვე სისტემებს საჯარო სამსახურში, თანამშრომლების მოტივაციის ამაღლების ტექნიკას, შეფასების კრიტერიუმებს, სამუშაოს აღწერილობის განსაზღვრას და ტრენინგის ფარგლებში შეიძინეს სხვადასხვა თეორიული თუ პრაქტიკული უნარ-ჩვევები. ტრეინინგს ატარებდა USAID-ის საერთაშორისო ექსპერტი, ქალბატონი მირა შიპლეტი და ქართველი ტრენერები. ტრეინინგის დახურვა სერთიფიკატების გადაცემის ცერემონიალით დასრულდა.

აღსანიშნავია რომ, საჯარო მოხელეთა გადამზადების ტრეინინგები მიმდინარე წელს გაგრძელდება შემდეგი მიმართულებებით: ლიდერული უნარები, პროექტის მენეჯმენტი, ინოვაციები საჯარო მმართველობაში, პიარი და კომუნიკაცია, ანტიკორუფციული თემები და ეთიკა.

საჯარო სამსახურის ბიურო მომავალშიც გააგრძელებს მსგავსი ტრეინინგების ჩატარებას საჯარო მოხელეთათვის.