ბიუროს უფროსის მოადგილემ ბრიუსელში გამართულ მრგვალი მაგიდის ფორმატში მიიღო მონაწილეობა


გააზიარე:


16-19 მაისს, საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის მოადგილემ, მაია დვალიშვილმა ქ. ბრიუსელში გამართულ მრგვალი მაგიდის ფორმატში მიიღო მონაწილეობა. ფორმატის ფარგლებში მაია დვალიშვილმა ისაუბრა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროექტზე „მოხელეთა გადამზადების სისტემის ხელშეწყობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“, რომელსაც საქართველოში საჯარო სამსახურის ბიურო აქტიურად ახორციელებს.

მრგვალი მაგიდა აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში შედგა და მისი განხილვის მთავარ თემას „საჯარო მმართველობის რეფორმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში - რეგიონული თანამშრომლობა წარმატებული რეფორმებისთვის“ წარმოადგენდა.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ჩამოყალიბებული რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობას, მიღწეულ შედეგებსა და სამომავლო გეგმებს.

ვიზიტი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მიწვევით განხორციელდა.