ბელარუსის დელეგაციის ვიზიტი საჯარო სამსახურის ბიუროში


გააზიარე:


საჯარო სამსახურის ბიურომ ბელარუსის დელეგაციას უმასპინძლა. შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ბელარუს კოლეგებს გაუზიარა გამოცდილება საჯარო სამსახურის ბიუროს საქმიანობისა და საჯარო სამსახურში მიმდინარე რეფორმის შესახებ.

დელეგაცია საქართველოს ევროკავშირის პროგრამის ფარგლებში ეწვია, რომლის მიზანსაც, ბელარუსში ინსტიტუციური მექანიზმების გაუმჯობესება და უკეთესი მმართველობის დანერგვა წარმოადგენს. დელეგაციას წარმოადგენდნენ ბელარუსის იუსტიციის სამინისტროსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების თანამშრომლები.