აღმოსავლეთ პარტნიორობის მრავალმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა


გააზიარე:


20 აპრილს, აღმოსავლეთ პარტნიორობის მრავალმხრივი თანამშრომლობის I პლატფორმის - „ინსტიტუტების გაძლიერება და კარგი მმართველობა“, საჯარო მმართველობისა და საჯარო სამსახურის რეფორმის საკითხებზე პანელის ფარგლებში, საჯარო სამსახურის ბიუროს ორგანიზებითა და ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, გაიმართა სამუშაო შეხვედრა თემაზე „საჯარო დაწესებულებების ფუნქციური და ინსტიტუციური ანალიზი, ორგანიზაციული სტრუქტურა“.

შეხვედრა მიზნად ისახავდა საჯარო დაწესებულებების ფუნქციური და ინსტიტუციური ანალიზის პრინციპების გაცნობას, საერთო გამოწვევების დაძლევის მეთოდების გაზიარებას საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით.

ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ აზერბაიჯანის, ბელარუსის, მოლდოვის, საქართველოს, სომხეთისა და უკრაინის სამთავრობო უწყებების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, ასევე ადგილობრივი და მოწვეული ექსპერტები.

შეხვედრის პირველი ნაწილი დაეთმო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების გამოცდილების გაზიარებას, ხოლო მეორე ნაწილი - საქართველოში ამ მიმართულებით განხორციელებულ აქტივობებს. ღონისძიების დასრულების შემდეგ, სტუმრები ეწვივნენ სსიპ - ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ტექნოლოგიურ პარკს, სადაც გაეცნენ პარკის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიას.

საჯარო სამსახურის ბიურო მადლობას უხდის საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობას და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერისთვის.