ადამიანური რესურსების მართვის 60-ზე მეტი სპეციალისტი ევროკავშირის გამოცდილებას გაიზიარებს


გააზიარე:


დაიწყო ორდღიანი მასშტაბური სემინარი ადამიანური რესურსების განვითარების თემაზე, რომელიც ნატოს სამოკავშირეო ოფისში იმართება. სემინარს საქართველოს საჯარო დაწესებულებების ადამიანური რესურსების მართვის 60-ზე მეტი სპეციალისტი ესწრება.
ღონისძიების ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით ლიეტუვასა და ევროკავშირის სხვა ქვეყნების გამოცდილებას, ასევე განიხილავენ საქართველოს საჯარო სამსახურის წინაშე ამ კუთხით არსებულ გამოწვევებსა თუ წარმატებებს.
ღონისძიება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის ფარგლებში ხორციელდება. საჯარო სამსახურის დაძმობილების პროექტი 2018 წლიდან მიმდინარეობს საჯარო სამსახურის ბიუროს და ლიეტუვას რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაციას შორის. პროექტის მიზანია საჯარო სამსახურის ბიუროს ინსტიტუციური და ადამიანური რესურსების შესაძლებლობების განვითარება საქართველოში საჯარო სამსახურის რეფორმის ეფექტური განხორციელების ხელშეწყობის მიზნით.