ადამიანური რესურსების მართვის ერთიანი ელექტრონული სისტემის ფუნქციონირების სტანდარტი


გააზიარე:


საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის 2017 წლის 31 აგვისტოს №474/სა ბრძანებით დამტკიცდა საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსების მართვის ერთიანი ელექტრონული სისტემის ფუნქციონირების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის მოქმედება ვრცელდება ყველა იმ ორგანიზაციაზე, რომელში მუშაობაც "საჯარო სამსახურის შესახებ" 2015 წლის 27 ოქტომბრის საქართველოს კანონის შესაბამისად ითვლება საჯარო სამსახურად.

დოკუმენტი არსებითად ეფუძნება 2012 წელს საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებულ ვერსიას. ასახული ცვლილებები განპირობებულია 2015 წლის 27 ოქტომბერს მიღებული "საჯარო სამსახურის შესახებ" ახალი კანონის მოთხოვნებითა და საჯარო დაწესებულებების მიერ გამოთქმული რეკომენდაციებით.

ადამიანური რესურსების მართვის ერთიანი ელექტრონული სისტემის მიზანია გაზარდოს საჯარო დაწესებულებების მუშაობის ეფექტიანობა მართვის თანამედროვე ავტომატიზირებული გადაწყვეტილებების დანერგვის გზით. პროგრამა უზრუნველყოფს უწყების ადამიანურ რესურსებთან დაკავშირებული მონაცემების დამუშავებასა და მუდმივ მონიტორინგს.

ამგვარი სისტემების გამოყენება თითოეულ საჯარო დაწესებულებას და შესაბამისად მთელ საჯარო სექტორს, შესაძლებლობას მისცემს დახვეწოს ადამიანური რესურსის მართვის პოლიტიკა და სტრატეგია.

HRMS სტანდარტი

HRMS კატალოგი