საჯარო სამსახურში დოკუმენტბრუნვის ავტომატიზირებული სისტემების მინიმალურ სტანდარტზე მუშაობა დასრულდა


Share this Page:


დოკუმენტბრუნვის ავტომატიზირებული სისტემების სტანდარტის პროექტზე მუშაობა დასრულდა და მისი დანერგვა უკვე მიმდინარე წლის ოქტომბრიდან საჯარო სამსახურის სისტემაში შემავალი ყველა დაწესებულებისთვის გახდება სავალდებულო. სტანდარტის დანერგვა კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია საქართველოში ელექტრონული მმართველობის დანერგვის მიმართულებით.


  სტანდარტის მიზანია გაზარდოს საჯარო დაწესებულებების მუშაობის ეფექტიანობა მართვის თანამედროვე ავტომატიზირებული გადაწყვეტილებების დანერგვის გზით. ამგვარი სისტემების გამოყენება თითოეულ საჯარო დაწესებულებას და შესაბამისად მთელ სექტორს, შესაძლებლობას მისცემს მნიშვნელოვნად დაზოგოს დრო და მატერიალურ ხარჯები. ასევე, ყველა სახის კორესპონდენცია, მათ შორის მოქალაქეთა განცხადებები, სამინისტროს სისტემაში იმოძრავებს ელექტრონული ფორმით, რაც მნიშვნელოვნად ამარტივებს დოკუმენტების ოპერატიულად მიღწევას ადრესატამდე, მის დამუშავებას და რეაგირებას.


  დოკუმენტის ამ სახით ფორმირებას წინ უძღოდა ქვეყანაში არსებული ვითარებისა და საჭიროებების კვლევა, აგრეთვე აქტიური კონსულტაციები ადგილობრივ თუ საერთაშორისო ექსპერტებთან. ორგანიზაციების სპეციფიკისადმი მისი მაქსიმალურად მორგების მიზნით დოკუმენტზე მუშაობის პროცესში ბიურო აგრეთვე მჭიდროდ თანამშრომლობდა სხვადასხვა დონის საჯარო დაწესებულებებთან. მიუხედავად ამისა, ბიურო გეგმავს კვლავაც განაგრძოს მუშაობა სტანდარტის დახვეწაზე როგორც მის დამტკიცებამდე ისე შემდგომი იმპლემენტაციის პროცესშიც. მოხარული ვიქნებით თუ საჯარო სექტორში დოკუმენტბრუნვის ავტომატიზირტებული სისტემის მინიმალური სტანდარტის სრულყოფის საქმეში წვლილს თქვენც შეიტანთ.

  გთხოვთ დაგვიკავშირდეთ თქვენი კითხვებით თუ მოსაზრებებით


საჯარო სამსახურში საქმისწარმოების ავტომატიზირებული სისტემის დანერგვის სტრატეგია