საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსის მართვის ავტომატიზირებული სისტემების მინიმალურ სტანდარტზე მუშაობა დასრულდა


Share this Page:


ადამიანური რესურსის მართვის ავტომატიზირებული სისტემების სტანდარტის პროექტზე მუშაობა დასრულდა და მისი დანერგვა უკვე მიმდინარე წლის ოქტომბრიდან საჯარო სამსახურის სისტემაში შემავალი ყველა დაწესებულებისთვის გახდება სავალდებულო. სტანდარტის დანერგვა კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია საქართველოში ელექტრონული მმართველობის დანერგვის მიმართულებით.


სტანდარტის მიზანია გაზარდოს საჯარო დაწესებულებების მუშაობის ეფექტიანობა მართვის თანამედროვე ავტომატიზირებული გადაწყვეტილებების დანერგვის გზით. ამგვარი სისტემების გამოყენება თითოეულ საჯარო დაწესებულებას და შესაბამისად მთელ სექტორს, შესაძლებლობას მისცემს მნიშვნელოვნად დაზოგოს ყოველდღიურ საკადრო რუტინაზე გაწეული დროითი თუ ფინანსური დანახარჯი და დახვეწოს ადამიანური რესურსის მართვის პოლიტიკა და სტრატეგია.


დოკუმენტის ამ სახით ფორმირებას წინ უძღოდა ქვეყანაში არსებული ვითარებისა და საჭიროებების კვლევა, აგრეთვე აქტიური კონსულტაციები ადგილობრივ თუ საერთაშორისო ექსპერტებთან. ორგანიზაციების სპეციფიკისადმი მისი მაქსიმალურად მორგების მიზნით დოკუმენტზე მუშაობის პროცესში ბიურო აგრეთვე  მჭიდროდ თანამშრომლობდა სხვადასხვა დონის საჯარო დაწესებულებებთან. მიუხედავად ამისა, ბიურო გეგმავს კვლავაც განაგრძოს მუშაობა სტანდარტის დახვეწაზე როგორც მის დამტკიცებამდე ისე შემდგომი იმპლემენტაციის პროცესშიც. მოხარული ვიქნებით თუ საჯარო სექტორში ადამიანური რესურსის მართვის ავტომატიზირტებული სისტემის მინიმალური სტანდარტის სრულყოფის საქმეში წვლილს თქვენც შეიტანთ.


გთხოვთ დაგვიკავშირდეთ თქვენი კითხვებით თუ მოსაზრებებით


იხილეთ ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზირებული სისტემის სტანდარტი