დეკლარირების უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი - დემნა ლობჟანიძე
დაბადების თარიღი:
1968 წლის 15 აგვისტო, თბილისი
განათლება:
1986-1993 წლებში სწავლობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკურ ფაკულტეტზე;
1998-2002 წლებში სწავლობდა სულხან-საბა ორბელიანის სახელობის თბილისის სახელმწიფო პედაგოგიურ უნივერსიტეტში, იურიდიულ ფაკულტეტზე.
სამუშაო გამოცდილება:
1985-1998 წლებში იყო სააქციო საზოგადოება "ოქსინოს" - ინჟინერ-ეკონომისტი;
1998-2002 წლებში ეკავა თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროს სპეციალისტის თანამდებობა;
2002-2004 იყო თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროს წამყვანი სპეციალისტი;
2004 წელს ეკავა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროს დეკლარაციების შევსების განყოფილების უფროსის თანამდებობა;
2006 წელს იყო UNDP-სა და გაეროს ასოციაციის ერთობლივი პროექტის "რეფორმა საჯარო სამსახურში" ექსპერტი;
2007 წლიდან დღემდე არის საქართველოს ქვიშის რაგბის კავშირის დამფუძნებელი და გამგეობის წევრი;
2004-2009 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროს თავმჯდომარის მოადგილე;
2009 წელს ასრულებდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროს თავმჯდომარის მოვალეობას;
2009-2014 წლებში იყო საჯარო სამსახურის ბიუროს დეკლარაციებზე მუშაობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;
2014 წლის თებერვალში დაინიშნა საჯარო სამსახურის ბიუროს დეკლარაციებზე მუშაობის დეპარტამენტის უფროსი.
ენები:
რუსული.
საკონტაქტო ინფორმაცია:
ელ-ფოსტა:dlobjanidze@csb.gov.ge
ტელ: +995 32 2192727